მხარს ვუჭერთ MEGOBARI აქტის წინ წამოწევას – შაჰინის და უიკერსის განცხადება

ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნას, გადასცენ რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ჯინ შაჰინი და -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი ოფიციალური განცხადებით ეხმაურებიან.
ამერიკელი სენატორები “ქართული ოცნების” მმართველობასა და ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკას შორის ტოლობის ნიშანს სვამენ და პირდაპირ წერენ, რომ ს გუნდი დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად “აგრესიულად მოქმედებს”.
“ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხმას და კანონმდებლობას მესამე სექტორის მხარდასაჭერად. ამ მიზნით, ჩვენ მხარს ვუჭერთ MEGOBARI აქტის წინ წამოწევას, როგორც კი სენატს კალენდარი ამის საშუალებას მისცემს” – წერია განცხადებაში, რომელიც ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
“ქართული ოცნების” მთავრობა აგრესიულად მოქმედებს, რადგან ძალაუფლების კონსოლიდაციის მიზნით დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ცდილობს. ანტიდემოკრატიული ნაბიჯები ლუკაშენკოს რეჟიმს გვაგონებს ბელარუსში. სამოქალაქო საზოგადოებისგან ინფორმაციის გამოთხოვნა არალეგალურია. “ქართული ოცნების” ქმედებები, რომლებიც როგორც ჩანს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ნაკარნახევი ისეთი მნიშვნელოვანი ჯგუფების პარალიზებას ისახავს მიზნად, როგორებიც არიან – “სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, “საფარი”, “მომავლის აკადემია”, “მედიის განვითარების ფონდი”, “სამართლიანი სა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”. გარდა ამისა, “ქართულმა ოცნებამ” ამ კვირაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ რეპრესიები დააჩქარა, ისინი დააკავა და რამდენიმე პროდემოკრატიული ლიდერის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება მიიღო. მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატიულმა მთავრობებმა არ უნდა მიიჩნიონ დამოუკიდებელი მედიის მხარდამჭერი, კრემლის პროპაგანდის წინააღმდეგ მებრძოლი, კორუფციასთან მებრძოლი ან ქალებისა და ახალგაზრდების მხარდამჭერი ორგანიზაციები საფრთხედ. ეს ჯგუფები დაიცავენ საქართველოს მოქალაქეები პერსონალურ მონაცემებს მთავრობის გადაჭარბებული ზემოქმედებისგან, მაგრამ ასევე ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხმას და კანონმდებლობას მათ მხარდასაჭერად. ამ მიზნით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ორპარტიული მხარდამჭერის მქონე MEGOBARI აქტის წინ წამოწევას, როგორც კი სენატს კალენდარი ამის საშუალებას მისცემს.” – წერია განცხადებაში.
17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ. მესამე სექტორმა სასამართლოს განჩინების ნაწილი გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს აინტერესებს გაიგოს, ვის და რატომ დაეხმარნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.
სასამართლოს განჩინება არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, ბენეფიციარების და აქტივობებში ჩართული პირების სახელსა და გვარს, პირად ნომრებსა და აქტივობების ამსახველ ვიდეო-ფოტო მასალების გადაცემას.