ნატო-ს წევრები 2035 წლამდე თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შესახებ შეთანხმდნენ

ნატო-ს წევრები 2035 წლამდე თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდის შესახებ შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ნატო-ს ჰააგის სამიტის დეკლარაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დეკლარაციის თანახმად, ნატო-ს მოკავშირეები მე-5 მუხლით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის მიმართ ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებენ.
„მოკავშირეები 2035 წლისთვის ყოველწლიურად თავდაცვის ძირითად საჭიროებებზე მშპ-ს 5%-ს ჩადებენ, ასევე თავდაცვასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საჭიროებებზე“, – ნათქვამია სამიტის დეკლარაციაში.
ასევე, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს წევრები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებენ.
„მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ ს, რომლის უსაფრთხოებაც ჩვენს უსაფრთხოებას ხელს უწყობს და ამ მიზნით, მოკავშირეთა თავდაცვის ხარჯების გაანგარიშებისას უკრაინის თავდაცვისა და მისი თავდაცვის ინდუსტრიისთვის პირდაპირ შენატანებს განახორციელებენ“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რასა იუკნევიჩიენე – შეუპოვრობის ნიშანი და განგაშის სიგნალი ჩვენთვის – ელენე ხოშტარიამ შიმშილობა დაიწყო, ივანიშვილის რეჟიმმა ოპოზიციის ლიდერების უმეტესობა უკვე დააპატიმრა – სასწრაფოდ, გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო

ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და საქართველოში ჰარვარდის კლუბის წევრები – მკაცრად ვგმობთ კლუბის წევრის მამუკა ხაზარაძის, ოპოზიციის სხვა ლიდერებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაპატიმრებას – ეს აშკარად წარმოადგენს პოლიტიკური ნიშნით დევნას