ლატვიის პრეზიდენტი : რუსი ტერორისტები აგრძელებენ მასიურ დაბომბვას, უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს დახმარება

ლატვიის პრეზიდენტი უკრაინის ქალაქებზე რუსულ სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ომის და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების შეჩერების ერთადერთი გზა უკრაინისთვის ყველა საჭირო სამხედრო და ფინანსური დახმარების მიწოდებაა.

„რუსი ტერორისტები აგრძელებენ უკრაინის ქალაქების მასიურ დაბომბვას. კიდევ ერთხელ – უკრაინამ უნდა მიიღოს ყველა სამხედრო და ფინანსური დახმარება ახლავე, ეს არის ერთადერთი გზა ომისა და სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმების შესაჩერებლად. სრული სოლიდარობა უკრაინას ამ რთულ დროს!“, – აცხადებს ლატვიის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

პოლონელი ევროპარლამენტარი – როდის შემდეგ გახდა BBC ქიმიური იარაღის ექსპერტი? – ამბობთ, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, მაგრამ შესაძლოა, ეს უბრალოდ სუვერენიტეტის აღდგენაა, შესაძლოა, საღ აზრს სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება