ხავიერ მილეი: არგენტინა BRICS-ის წევრი არ გახდება

არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ ოფიციალურად უარი უთხრა რუსეთს და ჩინეთს BRICS-ში გაწევრიანებაზე. ამის შესახებ infobae.com იუწყება.

მილეიმ ოფიციალური წერილი გაუგზავნა ჩინეთის, რუსეთის, ბრაზილიის, ინდოეთის და სამხრეთ აფრიკის ლიდერებს, სადაც ამ გადაწყვეტილების შესახებ აცნობა.

არგენტინამ 2023 წლის ზაფხულში BRICS-ში გაწევრიანებაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა. მაშინ ქვეყნის პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი იყო. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ BRICS-ში არგენტინის გაწევრიანების წინააღმდეგია.

2023 წლის აგვისტოში იოჰანესბურგში გამართული სამიტის შემდეგ ამ ორგანიზაციაში ოფიციალურად მიიწვიეს არგენტინა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი, ირანი, ეგვიპტე და ეთიოპია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ