აშშ-ის დარტყმების შემდეგ ირანის ბირთვული ობიექტების მდგომარეობის შესახებ რეალისტური ინფორმაცია ჯერ არავის აქვს, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
დიმიტრი პესკოვი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ირანის ბირთვული ობიექტები აშშ-ის იერიშების შედეგად „სრულად განადგურდა“.
„არ მგონია, რომ ვინმეს ახლა რეალისტური ინფორმაცია ჰქონდეს. ასეთი მონაცემების გამოქვეყნებას უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა პესკოვმა.
