გასულ წელს არაერთი ტექნოლოგიური მიღწევის მომსწრენი გავხდით, იქნება ეს ხელოვნური ინტელექტისა თუ სამომხმარებლო ტექნოლოგიების კუთხით.
გარდა იმისა, რომ ჩატბოტების გავლით AI სამომხმარებლო დონეზე აქტიურად შეგვეხო, ამ ტექნოლოგიას კვლევებშიც მიუძღვის მნიშვნელოვანი წვლილი. მეორე მხრივ, სამედიცინო ტექნოლოგიებისა თუ სხვადასხვა ინოვაციური ტექნიკის წყალობით ჩვენი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად შეიცვლება.
სტატიაში 15 მნიშვნელოვან და საინტერესო ამბავს შემოგთავაზებთ, რომლებიც მიმდინარე ტენდენციებზე შეგიქმნით მკაფიო წარმოდგენას.
1. კომპანია OpenAI-მ GPT-4 მოდელი გამოუშვა — ჩატბოტ ChatGPT-ს უმძლავრესი ვერსია
ეს ახალი თაობის უზარმაზარი ენის მოდელია, რომელიც წინამორბედებზე მძლავრი და ეფექტიანია. GPT-4 ჩატბოტის ფასიან ვერსიაშია ხელმისაწვდომი. მას ახალი ფუნქციები მუდმივად ემატება.
ვრცლად წაიკითხეთ აქ.
ასევე იხილეთ:
· “უფრო მძლავრი, ვიდრე ChatGPT” — Microsoft-მა თავისი საძიებო სისტემის ახალი ვერსია წარადგინა
· Google-ის ჩატბოტი Bard უკვე საჯაროდაა ხელმისაწვდომი
· ილონ მასკმა ახალი ჩატბოტი წარადგინა
· Google-მა წარადგინა ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც დიდხანს ველოდით
2. ხელოვნურმა ინტელექტმა პირველი სამეცნიერო აღმოჩენა გააკეთა
კომპანია DeepMind ამტკიცებს რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უაღრესად რთული მათემატიკური თავსატეხი ამოხსნა. პრობლემის გადაჭრის მისეული გზა იმ მონაცემებში არ ყოფილა, რომლის მიხედვითაც იგი გაწვრთნეს. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხერხდა ეს. დადასტურების შემთხვევაში ეს სფეროსათვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
ვრცლად წაიკითხეთ აქ.
3. ისტორიაში პირველად, ხელოვნური ინტელექტის მიერ შემუშავებულ წამალს ადამიანებზე ცდიან
ხელოვნური ინტელექტის სისტემის მიერ აღმოჩენილი და შექმნილი წამალი ოფიციალურად გადის მეორე ფაზის ტესტირებას — მას შემდეგ, რაც ცხოველებზე დადებითი შედეგები აჩვენა, წამალს უკვე ადამიანებზეც ცდიან. ეს მსოფლიოში პირველი ასეთი შემთხვევაა.
ვრცლად წაიკითხეთ აქ.
ასევე იხილეთ:
· ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მეცნიერებმა ახალი ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს
· შეიმუშავეს AI ინსტრუმენტი, რომელსაც პარკინსონის პროგნოზირება სიმპტომების გაჩენამდე შეუძლია
· შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც გულის შეტევის პროგნოზირება 10 წლით ადრე შეუძლია
4. ისტორიაში პირველად, ხელოვნურმა ინტელექტმა ზეახალი ვარსკვლავი ადამიანის ჩარევის გარეშე აღმოაჩინა
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სისტემამ ზეახალი ვარსკვლავი ადამიანის ჩარევის გარეშე აღმოაჩინა. შესაბამისად, AI-ს კვლევითი უნარები მხოლოდ წამლების აღმოჩენით ნამდვილად არ შემოიფარგლება.
ვრცლად წაიკითხეთ აქ.
5. ქუვეითის მედიაში პირველი AI წამყვანი გამოჩნდა
ქუვეითის პირველმა ინგლისურენოვანმა მედიასაშუალებამ ახალი ამბების წამყვანი, სახელად ფედა, წარადგინა. იგი ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული, ანუ Kuwait News-ზე ამიერიდან საზოგადოებას სიახლეებს სწორედ AI გააცნობს.
ვრცლად წაიკითხეთ აქ.
6. უშვებენ ახალ მედიასაშუალება CHANNEL 1-ს, რომლის წამყვანებსაც ხელოვნური ინტელექტი დააგენერირებს
მედიის წარმომადგენლების თქმით, ახალი ამბების წამყვანებს თითქმის სრულად ხელოვნური ინტელექტი დააგენერირებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ “წამყვანები” ძალიან ფოტორეალისტურები იქნებიან და საზოგადოებას სიახლეებს მიაწვდიან.
ვრცლად წაიკითხეთ აქ.
7. შექმნეს ქუდი, რომელიც ფიქრებს ნაწერად ინვაზიური მიდგომის გარეშე გარდაქმნის
სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევრებმა აზრების წამკითხავი ქუდი შექმნეს, რომელსაც ფიქრების გაშიფვრა ინვაზიური პროცედურების გარეშე შეუძლია. ეს პირველი ასეთი მოწყობილობაა. ინვაზიურ მეთოდებთან შედარებით იგი ნაკლებად ზუსტია, თუმცა გაუმჯობესების პოტენციალი დიდია.
ვრცლად წაიკითხეთ აქ.
8. სიცოცხლისა და ელექტრონიკის სინთეზი: შექმნეს პროთეზი, რომელიც ადამიანის ძვლებსა და ქსოვილებს ერწყმის
განსხვავებით ტრადიციული ტექნოლოგიებისგან, სენსორული ელექტროდები რობოტული ხელის შიგნითაა ჩამაგრებული და არა გარედან. ამის გამო ხელი პირდაპირ ნერვულ სტიმულაციას მუდმივად აღიქვამს, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე.
ვრცლად წაიკითხეთ აქ.
9. მეცნიერებმა რობოტებისთვის თვითაღდგენადი ხელოვნური კანი შექმნეს
იგი სხვადასხვა ფენისგან შედგება. დაზიანებისას ისინი სწორი განლაგებით აღდგენას ახერხებს. ამით ხელოვნური კანი ნამდვილ, ბიოლოგიურ, ქსოვილს ემსგავსება.
ვრცლად წაიკითხეთ აქ.
10. შექმნეს რობოტი, რომელიც სიცხეში ოფლს გამოყოფს
მაღალი ტემპერატურის პირობებში ოფლს იგი ადამიანის მსგავსად გამოყოფს, რათა გაგრილდეს. მისი მეშვეობით მეცნიერები ცდილობენ შეისწავლონ, რა გავლენა აქვს თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ დათბობას ადამიანის სხეულზე. მკვლევართა აზრით, ეს ექსპერიმენტები მნიშვნელოვანია, რადგან, რაც ახლა ექსტრემალურ სიცხედ მიიჩნევა, შესაძლოა, 20 წელში ნორმად იქცეს.
ვრცლად წაიკითხეთ აქ.
11. შექმნეს ელექტრონული აბი, რომელსაც შიმშილის დარეგულირება შეუძლია
შეიძლება ითქვას, აბი ტვინისა და კუჭის კავშირის “დაჰაკვის” საშუალებას იძლევა. შესაძლოა, მომავალში იგი ანორექსიის, სიმსუქნისა და დიაბეტის სამკურნალოდ გამოიყენონ.
ვრცლად წაიკითხეთ აქ.
12. ილონ მასკის Neuralink-მა ტვინის იმპლანტანტების ადამიანებზე გამოცდის ნებართვა მიიღო
ისინი ტვინის იმპლანტანტების გამოსაცდელად უკვე ადამიანებსაც ეძებენ.
ვრცლად წაიკითხეთ აქ.
13. რაკეტა Starship-ის სადებიუტო ფრენა შედგა
ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი უმძლავრესი რაკეტა Starship ისტორიული უეკიპაჟო მისიის ფარგლებში წარმატებით გაუშვეს. ეს უმნიშვნელოვანესი სადებიუტო ფრენაა, რომელიც მარსთან კიდევ უფრო მეტად გვაახლოებს. ამ აპარატით ადამიანები სწორედ წითელ პლანეტაზე გაემგზავრებიან, თუმცა მანამდე ის მთვარეზე წაგვიყვანს.
ვრცლად წაიკითხეთ აქ.
14. Apple-მა შერეული რეალობის ახალი სათვალე წარადგინა
კომპანიამ შერეული რეალობის ახალი სათვალე წარადგინა — სახელწოდებით Apple Vision Pro. მოწყობილობა, რომელიც ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობას აერთიანებს, “პირველი პროდუქტია, რომლითაც რეალურად აღიქვამთ და არა მხოლოდ ხედავთ”.
ვრცლად წაიკითხეთ აქ.
15. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ GTA VI გამოდის
ამ ბმულზე გაიგებთ, როგორი იქნება ახალი თამაში.
ასევე იხილეთ:
· ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მეცნიერებმა ახალი ანტიბიოტიკი აღმოაჩინეს
· შექმნეს AI ხელსაწყო, რომელიც პარკინსონს სიმპტომების გამოვლენამდე პროგნოზირებს
· შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც გულის შეტევის პროგნოზირება 10 წლით ადრე შეუძლია