– ე.წ. ოპოზიციური პარტიის ლიდერები გაექცნენ პასუხისმგებლობას და საკუთარ ამომრჩეველს ციხეში დაემალნენ

ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის შეფასებით, ე.წ. ოპოზიციური პარტიის ლიდერები გაექცნენ პასუხისმგებლობას და საკუთარ ამომრჩეველს ციხეში დაემალნენ.

ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ქართველი ადამიანი საუკუნეების განმავლობაში მენტალურად ყველაზე მეტად რასაც ვერ ეგუება და არ შეეგუება არასდროს, ეს არის ღალატი და უსამართლობა. სწორედ ეს კომისია მისცემს ქართველ ხალხს იმის საშუალებას, რომ იმ 9 წლის განმავლობაში, რასაც ეს რეჟიმი აკეთებდა, სამშობლოს მოღალატეები და უსამართლობა გარკვეული ფორმით კომპენსირებული იყოს.

ე.წ. ოპოზიციური პარტიის ლიდერები გაექცნენ პასუხისმგებლობას და საკუთარ ამომრჩეველს ციხეში დაემალნენ. რამდენად შესაძლებელია, პასუხები, რაც თავის დროზე, საგამოძიებო კომისიისთვის უნდა გაეცათ, კომისიის კითხვებს უპასუხონ იქიდან ანუ სადაც არიან?“- განაცხადა ირმა ზავრადაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა