კოალიცია ცვლილებისთვის: საერთაშორისო პარტნიორები პროცესებს აკვირდებიან – ზეწოლა გაგრძელდება

კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებით, საქართველოს დასავლელი პარტნიორები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ მათი მხრიდან ქართულ ოცნებაზე ზეწოლა გაგრძელდება.

“ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ საერთაშორისო გამოხმაურებას საქართველოში დიქტატურის დამყარების მცდელობასთან დაკავშირებით […] გუშინ, -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განცხადება გააკეთა და ეს კიდევ ერთი სიგნალია იმის, რომ რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, -ს საქართველოში მიმდინარე რეპრესიები ყურადღების მიღმა არ დარჩენია.

ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები ყურადღებით აკვირდებიან პროცესებს, იმ ძალმომრეობის პოლიტიკას, რასაც დღეს ქართული ოცნება ჩვენ მიმართ ყოველდღიურად ახორციელებს […] აშშ არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხის პარტნიორი – იმ ადამიანების, ვინც პროტესტში ყოველდღიურად ჩართულია და არაღიარებულ რეჟიმს არ ეთანამშრომლება […] ქართული ოცნება იძულებით მიგვათრევს რუსეთისკენ, რომელმაც საკუთარი პარტნიორები ყველა ეტაპზე მიატოვა […] ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლა გაგრძელდება”. – თქვა კოალიციის წევრმა, თენგო თევზაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)