“ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე შიდა გადატრიალებას აწყობენ “ქოცებში“ – ლევან ხაბეიშვილი

“ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძე შიდა გა­დატ­რი­ა­ლე­ბას აწყო­ბენ „ქო­ცებ­ში“. დევ­ნი­ან პირ­ველ „ქო­ცებს“, ანუ „წინა თა­ო­ბას“ და ივა­ნიშ­ვი­ლის კარ­ზეც და­წი­ნა­ურ­დნენ,“ – ამის შე­სა­ხებ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.
ამას­თან, რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ასე­ვე მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის, გრი­გოლ ლი­ლუ­აშ­ვი­ლის, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძი­სა და ვახ­ტანგ გო­მე­ლა­უ­რის შე­საძ­ლო გა­დაც­დო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით.
„კო­ბა­ხი­ძე და მდი­ნა­რა­ძე შიდა გა­დატ­რი­ა­ლე­ბას აწყობს „ქო­ცებ­ში“ … შიგ­ნით და­არ­ქვეს ასე. დევ­ნი­ან პირ­ველ „ქო­ცებს“, ანუ „წინა თა­ო­ბას“ და ივა­ნიშ­ვი­ლის კარ­ზეც და­წი­ნა­ურ­დნენ. და­სან­ქცი­რე­ბულ ივა­ნიშ­ვილს, კო­ბა­ხი­ძემ მო­პა­რუ­ლი ( ბი­ძი­ნას მა­ლუ­ლად მო­პა­რულ­ზეა სა­უ­ბა­რი და არა – სრულ სუ­რათ­ზე ) 1 მი­ლი­არ­დის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აუ­ტა­ნა და ხელი ღა­რი­ბაშ­ვილს, ლი­ლუ­აშ­ვილს, რიჟ­ვა­ძეს, ფარ­ცხა­ლა­ძეს და გო­მე­ლა­ურს და­ა­დო… გო­მე­ლა­ურ­მა თავი იმარ­თლა და უჩა მა­მა­ცაშ­ვილს გა­და­აბ­რა­ლა, მას­თან მიმ­ქონ­დაო… ამა­სო­ბა­ში, ბი­ძი­ნას საყ­ვა­რე­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლი „გაქ­ცე­უ­ლია“ და ეში­ნია, გაშ­ლე­გე­ბულ­მა ბი­ძი­ნამ ბორ­კი­ლე­ბი არ და­ა­დოს.
ერ­თმა­ნე­თის შეჭ­მით არი­ან გარ­თუ­ლე­ბი და ამა­სო­ბა­ში, ჩვენ რე­ჟი­მის მშვი­დო­ბი­ა­ნი დამ­ხო­ბის­თვის მო­ვემ­ზა­დოთ“, – წერს ხა­ბე­იშ­ვი­ლი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას