ბათუმში ყირგიზეთის საკონსულო იხსნება
ბათუმში ყირგიზეთის საკონსულო იხსნება, – შესაბამისი განკარგულება მთავრობამ 2025 წლის 13 ივნისს გამოსცა.
„გაიცეს თანხმობა ქალაქ ბათუმში, საპატიო კონსულის მეთაურობით, ყირგიზეთის რესპუბლიკის საკონსულო დაწესებულების (საკონსულო ოლქით – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა) გახსნის თაობაზე“, – წერია განკარგულებაში.
