მთავარი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებისთვის, ეს არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება საზოგადოებაში, სიამაყის განცდის გაძლიერება საკუთარი ქვეყნის მიმართ და„ჯარის ბანაკი“ სწორედ ამას ემსახურება

მთავარი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებისთვის, ეს არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება საზოგადოებაში, სიამაყის განცდის გაძლიერება საკუთარი ქვეყნის მიმართ და„ჯარის ბანაკი“ სწორედ ამას ემსახურება
მთავარი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებისთვის, ეს არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის სიამაყის განცდის გაძლიერება საკუთარი ქვეყნის მიმართ და ვფიქრობ, რომ „ჯარის ბანაკის“ პროექტი ამას ემსახურება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ „ჯარის ბანაკის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 1700 ახალგაზრდას უშუალო შეხება ექნება ჯართან და გაეცნობა ჯარისკაცის ცხოვრების წესს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელშიც თქვენ ხართ ჩართული -1700 ახალგაზრდას გექნებათ უშუალო შეხება ჯართან, გაეცნობით ჯარისკაცის ცხოვრების წესს, თავად ეზიარებით ამ ცხოვრების წესს და დარწმუნებული ვარ, მაქსიმალურად მიიღებთ სარგებელს ამ დღეებიდან. გისურვებთ ძალიან სასარგებლო და სასიამოვნო 6 დღის გატარებას. რაც მთავარია, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო ემოციებით დატოვოთ ეს ბანაკი და მნიშვნელოვანი, მთავარი ამოცანა რაც აქვს ამ პროექტს, ეს არის ის, რომ გაიზარდოს ადამიანებში, ჩვენს ახალგაზრდებში, ჩვენს თანამოქალაქეებში პატრიოტული სულისკვეთება. მთავარი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებისთვის, ეს არის სწორედ პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის სიამაყის განცდის გაძლიერება საკუთარი ქვეყნის მიმართ და ვფიქრობ, რომ ეს პროექტი და ეს დღეებიც ამას ემსახურება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
Previous: წარმოჩენა იმისა, თითქოს ოპოზიციამ 700 000-ზე მეტი ხმა აიღო, არ არის სწორი, რადგან პირველ და მეორე ადგილს შორის წარმოუდგენლად დიდი სხვაობაა, რაც კიდევ ერთხელ აფიქსირებს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერას

ასევე დაგაინტერესებთ

ფსევდოლიბერალური იდეოლოგია ცდილობს მოდურ მოვლენად წარმოაჩინოს მარიხუანისა და ე.წ. კლუბური ნარკოტიკების მოხმარება – ჩვენი ვალია ჩვენი ქვეყნის წინაშე, მაქსიმალურად დავუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღის წესრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება

მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად ავკრძალოთ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების განხორციელება კერძო სუბიექტების მიერ, მნიშვნელოვანია, ჩანაცვლებითი მკურნალობის განხორციელებაზე სრული პასუხისმგებლობა აიღოს სახელმწიფომ

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება

სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, საჭიროა კონტროლის გამკაცრება სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც, რათა მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე