მარკ რუტე – ირანის ბირთვულ ობიექტზე ჩამოგდებული 14 უზარმაზარი ბომბი გადამწყვეტი იყო იმისათვის, რომ გაკეთებულიყო ყველაფერი, რაც შესაძლებელია ირანელების ბირთვული პოტენციალის განადგურებისთვის

ნატო-ს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადებით, -ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმები გადამწყვეტი იყო იმისთვის, რომ ყველაფერი გაკეთებულიყო ირანელების ბირთვული პოტენციალის განადგურების მიზნით.
„ვფიქრობ, რომ ირანის ბირთვულ ობიექტზე ჩამოგდებული 14 უზარმაზარი ბომბი გადამწყვეტი იყო იმისათვის, რომ ნამდვილად გაკეთებულიყო ყველაფერი, რაც შესაძლებელია ირანელების ბირთვული პოტენციალის განადგურების მიზნით, რასთან დაკავშირებითაც ნატო ყოველთვის ამბობდა, რომ ირანს ხელი არ უნდა მიუწვდებოდეს“, – განაცხადა რუტემ ნიდერლანდებში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-ის დაზვერვის წინასწარი შეფასებით, გასულ შაბათ-კვირას ირანის სამ ბირთვულ ობიექტზე აშშ-ის დარტყმებს ქვეყნის ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და მხოლოდ რამდენიმე თვით დახია უკან.