სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგი აქტიურ ფაზაშია։ ევროკავშირის ელჩი

ევროკავშირსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ვიზის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგი აქტიურ ფაზაშია, – „არმენპრესი“-ს ინფორმაციით, ამის შესახებ სომხეთში ევროკავშირის ელჩმა ვასილის მარაგოსმა ევროკავშირი–სომხეთის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ფარგლებში გამართული განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს თანამშრომლობის ერთ-ერთი ახალი მიმართულებაა, რომელიც ასევე ასახულია ევროკავშირი–სომხეთის ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის (CEPA) შეთანხმებაში.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გასული წლის ივლისში გადავწყვიტეთ ამ დიალოგის მიმართულებით სვლა. მუშაობა გრძელდება“, – განაცხადა მარაგოსმა.
ევროკავშირის ელჩის თქმით, ამჟამად სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასთან მიმდინარეობს კონკრეტული სამუშაო ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მომზადების მიმართულებით. აღნიშნული გეგმა მიზნად ისახავს სექტორული რეფორმების ხელშეწყობას.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ჩვენ გვინდა, რომ ევროპის ნაწილი ვიყოთ – ამ იმედით უნდა ვიყოთ, რომ ევროპა ჰპოვებს ძალას თავის თავში, რომ გადარჩეს და იყოს ისეთი, როგორც მას შეეფერება ტრადიციულად, საუკუნეების მანძილზე

ირაკლი კობახიძე – ხანუქა არის სიკეთის ბოროტებაზე და სინათლის ბნელზე გამარჯვების დღესასწაული, დღეს ანთებული თითოეული სანთელი ათბობს ადამიანების გულებს და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება კაცობრიობას