მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პლეი-ოფის ყველა წყვილი ჯერ არ გარკვეულა, მაგრამ დასამალი არაა, რომ ჩვენი მთავარი ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიასა და პსჟს მიმართაა.
პარიზული კლუბი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყველა იმ ქალაქს, სადაც მატჩებს ატარებს. ლუის ენრიკეს ბიჭების მორიგი გაჩერება ატლანტაა. იმედია, დიდხნიანი, რადგან მეოთხედფინალიც აქ უნდა ჩატარდეს. უალამაზეს Mercedes-Benz Stadium-ზე საბა ლობჟანიძეს არაერთი გოლი გაუტანია.
ჩემპიონატის დაწყების წინ წერილი შემოგთავაზეთ, სადაც მერვედფინალში მესისა და “კვარას” დაპირისპირება ვისურვეთ. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი!..
არ აქვს მნიშვნელობა, ახლა ვინ როგორ გუნდსა და ფიზიკურ ფორმაშია. ხვიჩა კვარაცხელია დიდ ფეხბურთში მაშინ შემოიჭრა, როცა რონალდოცა და მესიც ევროპისგან შორს იყვნენ. ქართველი ორივეს დაუპირისპირდა, ერთი დაამარცხა და გაუტანა და იმედია, ამას მეორესგანაც ვნახავთ.
პსჟ – “სიეტლის” მერვედფინალი ჩვენი დროით 20:00 საათზე კია, მაგრამ შტატებში ამ დროს ადრე დილაა და ევროპულ კლუბებს ახლა ამასთან ადაპტაცია დასჭირდებათ. ფაქტია, სიცხეს სიგრილე ნამდვილად აჯობებს.
რადგანაც მერვედფინალური წყვილის ვარაუდმა გაამართლა, ეს საქმე გავაგრძელოთ და ფინალამდე პარიზელთა კონტურები გამოვკვეთოთ. ჩვენი სურვილია, ხვიჩამ კიდევ ერთი ტიტულისთვის იბრძოლოს და გამოვა თუ არა ეს საქმე, ამას ერთად ვნახავთ.
მერვედფინალური წყვილი, რომელიც უკვე განხილულთან მეოთხედფინალში იკვეთება, “ფლამენგო” – “ბაიერნია”. ბრაზილიური გუნდები ამ ტურნირზე საკმაოდ კარგად გამოიყურებიან და იოლი დაპირისპირება არც მიუნხენელებს ელით. წყვილის ფავორიტები მაინც გერმანელები იქნებიან. ლუის ენრიკეს ბიჭებმა ჩემპიონთა ლიგაზე “ინგლისური გზა” გაიარეს. ახლაც რთული მისია აქვთ. ესპანურ “ატლეტიკოს” შეხვდნენ და თუ “ბაიერნსაც” ეთამაშნენ, ახალი გამოწვევი ექნებათ და კვარაცხელიაც კიდევ უფრო მეტ დიდ კლუბს დაუპირისპირდება(თუ დაამარცხებს, მთლად უკეთესი).
მიუხედავად იმისა, “ინტერი” საუკეთესო ფორმაში არაა, თეორიულად, შესაძლებელია, ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქ ნახევარფინალში განმეორდეს.
საინტერესოა, რომ მადრიდის “რეალი” და “მანჩესტერ სიტი” კვლავ ბადის ერთ მხარეს აღმოჩდნენ და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფისა არ იყოს, შესაძლოა, ახლაც შეხვდნენ. მადრიდელები პირველ ადგილა თუ დაიკავებენ და მანჩესტერელები მეორეს, პოტენციურად, ნახევარფინალში პსჟზე გადიან, ამიტომ ჩვენ ალბათ უნდა ვისურვოთ, თავისი ჯგუფი “სიტიმ” მოიგოს და “რეალმა” ვერ, მაგრამ ამავდროულად, პარიზელთა კიდევ ერთი განსაკუთრებული დაპირისპირების ხილვა შეგვიძლია!..
თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა – არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება
“კოპენჰაგენმა” გოჩოლეიშვილის ნაცვლად პსჟ-ს ფეხბურთელი დაიმატა
ლოჩოშვილის დამატება იტალიის სერია B-ში აღზევებულ გუნდს სურს
კვარაცხელიას უკრაინელი თანაგუნდელი ეყოლება – პსჟ-მა ძაბარნის ტრანსფერზე შეთანხმებას მაინც მიაღწია
“ლიონის” პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
დღეს ფეხბურთში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აიღებს სტარტს
[VIDEO] ხელჩართული ჩხუბი პსჟ-ის მატჩის მიმდინარეობისას – კვარაცხელიას გუნდის შეხვედრაზე ტრიბუნაზე მძიმე სანახაობა ვიხილეთ
“პსჟ თავისივე იარაღით დავამარცხეთ” – “ბოტაფოგოს” მწვრთნელმა კვარაცხელიას გუნდთან გამარჯვება შეაფასა
ყველა დროის 100 ძვირადღირებული ტრანსფერი – სიაში ხვიჩა კვარაცხელიაცაა
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით ჩინეთში გაიმართება
პსჟს გადამწყვეტი მატჩი! – შანსი პირველი ადგილის და ჯგუფში ჩარჩენისა
ბრაზილიელმა რონალდომ პსჟ-იდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
ზინედინ ზიდანი: ადვილი შეხვედრები აღარ არსებობს
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას თანაგუნდელები აშშ-ში ქუჩაში სეირნობისას უცნაურ სიტუაციაში აღმოჩდნენ
“რეალი” ზედიზედ მეორედ გახდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონი [VIDEO]
