„ბიზნესისთვის ისრაელიდან ჯავშნების გაუქმება საკმაოდ დიდი დარტყმაა“ – Crystal Hotel & SPA

ბიზნესისთვის ისრაელიდან ჯავშნების გაუქმება საკმაოდ დიდი დარტყმაა, რადგან ისრაელიდან არა რამდენიმე ადამიანი, არამედ 40-50-კაციანი ჯგუფები გვსტუმრობდნენ, – ამის შესახებ ბაკურიანში მდებარე სასტუმრო Crystal Hotel & SPA-ს გაყიდვების მენეჯერმა გიორგი მაისურაძემ “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
“ამ ეტაპზე, ჯავშნები არ გაუქმებულა იმ ქვეყნებიდან, რომლებიდანაც ფრენები ისევ არის. სასტუმროში ევროპიდან და ამერიკიდან სტუმრები წლებია არ ყოფილან. რაც შეეხება ადგილობრივებ – ჯერ აქტიური სეზონი არ არის, დაახლოებით, ივლისისდან დაიწყება და დავაკვირდებით სიტუაციას. ამ ეტაპზე, სასტუმრო 30%-იანი დატირთვით მუშაობს”, – აცხადებს გიორგი მაისურაძე.
მანვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით რთულია შეფასება რამდენი პროცენტის შემცირდა სასტუმროს გაყიდვები და აღნიშნული მაჩვენებლის შეფასება, სავარაუდოდ, 1 თვეში იქნება შესაძლებელი.
გიორგი მაისურაძის ინფორმაციით, სასტუმროს მენეჯმენტი აკვირდება სიტუაციას და იმედვნებს, რომ ირან-ისრაელს შორის სამხედრო კონფლიქტი მალე შეწყდება.
“თუ სიტუაცია არ დასტაბილურდა მოგვიწევს ალტერნატიულ ბაზრებზე ვიფიქროთ, მაგრამ ფრენები თუ არ აღდგა ფიზიკურად ვერ ჩამოვა სტუმარი. შესაბამისად, ახლა მთავარია ფრენები აღდგეს”, – აცხადებს სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი.
შეგახსენებთ, რომ და ირანი რამდენიმე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ.
bp.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”