რუსეთის მიერ დნეპროპეტროვსკის დაბომბვისას დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, ქალაქში გლოვის დღე გამოაცხადეს

24 ივნისს ს მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, დაშავებულია 200-ზე მეტი, მათ შორის ათი ბავშვი.
25 ივნისი დნეპროპეტროვსკში გლოვის დღედ გამოცხადდა.
დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 19 სკოლა, ათი საბავშვო ბაღი, საერთო საცხოვრებელი, გიმნაზია, ადმინისტრაციული შენობა, ქალაქის საავადმყოფო და პოლიკლინიკა. თავდასხმის შედეგად დაზიანდა მატარებელი, რომელიც ოდესა-ზაპოროჟიეს მიმართულებით მოძრაობდა.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 24 ივნისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა ს შეუტიეს „შაჰედის“ ტიპის 97 დამრტყმელი დრონით, რომელთაგან 78 მოიგერიეს. დრონებით დარტყმა დაფიქსირებულია ექვს ადგილზე.
23 ივნისს რუსული რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევისას ნაწილობრივ დაინგრა საცხოვრებელი კორპუსი. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, 23 ივნისს კიევში ცხრა ადამიანი დაიღუპა.
ფორუმი