ვინც არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი, რეაგირება იქნება ისეთი, როგორსაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა მოითხოვს – ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე კეზერაშვილის ბიძაშვილის დაკავებაზე

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე “კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაცია პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში – ევროპელი პენსიონერების ძარცვის ბრალდებით, სომხეთში, გერმანიის მოთხოვნით, დავით კეზერაშვილის ბიძაშვილი, მიხაელ ბინიამინი, იგივე მიშა ბენიაშვილი დააკავეს. საერთაშორისო გამოძიება მას ტრანსნაციონალური დანაშაულის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად ასახელებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახლო ნათესავი ერთ-ერთია, მათ შორის, ვინც BBC-ის სკანდალურ საგამოძიებო ფილმშიც ფიგურირებს.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ “ქოლ-ცენტრების” საქმეზე სიმართლე უნდა დადგინდეს.
“იმის ბიძაშვილის უკან, იმის მამიდაშვილი დგას… არ ვიცი, გამოაშკარავდება, ძალიან კარგი, გამოაშკარავდეს… ეს არის სპეკულაცია, ხელისუფლებას სჭირდება პოლიტიკური პიარისთვის. დაველოდოთ, ვნახოთ, რა ხდება, როგორ არის…”, – აღნიშნა “სტრატეგია აღმაშენებლის წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.
მმართველ გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან კეზერაშვილი და მისი გარემოცვა დგანან, რაც ფაქტებით დასტურდება.
“ვინც არ უნდა იყოს დანაშაულის ჩამდენი, თუ კვალი მასთან მივა, რასაკვირველია, ისეთი რეაგირება იქნება, რასაც ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობა მოითხოვს. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საერთაშორისო დანაშაული და საერთაშორისო სამართლის ვალდებულება, რომ საქართველოს ყველა სათანადო პასუხი ჰქონდეს.
გახსოვთ, კეზერაშვილი მხილებულია თავდაცვის მინისტრობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებისთვის და, ამის საპირისპიროდ, საზოგადოებაში იმ აზრის ტირაჟირებას შეეცადა, რომ, რაღაც ფორმით, ის იყო მედიადევნილი და მედიასაქმიანობისთვის იდევნებოდა. სამწუხაროდ, ბევრი პირი, ვინც სამართლებრივ წესრიგთან კონფლიქტშია, მედიაში გავლენებს იყენებს არცთუ კეთილსინდისიერად, საიმისოდ, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გასათავისუფლებლად ინდულგენცია გახდეს,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

ირაკლი ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს – ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

ჩვენს სახელმწიფოს რომ მეათედი გაეკეთებინა, წარმომიდგენია, რა რეაქცია იქნებოდა ბრიუსელიდან, ან სხვა დედაქალაქიდან – დასანანია, როდესაც ვხედავთ ორმაგ სტანდარტს, რომ თურმე, ჩვენს ქვეყანას არ აქვს უფლება, დაიცვას სახელმწიფო ინსტიტუტები