“აღნიშნული ქმედება კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევაა” – ირაკლი ლექვინაძე ონკოლოგიური წამლების ხელოვნურად გაძვირებაზე

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, 2021-2023 წლის პერიოდში, 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში ფასების ფიქსაციას.
მისი განმარტებით, აღნიშნული ქმედება კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევაა და, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კომპანიებს 53 მილიონ ლარამდე ჯარიმის მოცულობის გადახდა დაეკისრათ.
“მოკვლევის ფარგლებში, დადგინდა, რომ 2021-2023 წლის პერიოდში, 4 კომპანიის მიერ, რომლებიც აღნიშნულ სახელმწიფო შესყიდვაში მონაწილეობდნენ, ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს ანუ ფასების ფიქსაციას. სააგენტოს მიერ მიღებული და დამუშავებული მასალების მიხედვით, იდენტიფიცირებულია 42 მედიკამენტი, სადაც 4 კომპანიის მიერ ადგილი ჰქონდა იდენტურ ფასწარმოქმნას. კერძოდ: კომპანიების მიერ, სამინისტროს დახურულ პორტალზე წარდგენილი ფასები, ერთი თეთრის სიზუსტით ემთხვეოდა ერთმანეთს. სააგენტოს შეფასებით, აღნიშნული ქმედება წარმოადგენს კონკურენციის შემზღუდველი მიზნის მქონე შეთანხმებულ ქმედებას და კვალიფიცირდება, როგორც კონკურენციის კანონმდებლობის მძიმე ფორმის დარღვევა. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ჯამში, კომპანიებს დაეკისრათ 53 მილიონ ლარამდე მოცულობის ჯარიმა”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ „ევროპის სახალხო პარტიისა“ და „ალდეს“ წარმომადგენლები, ძალიან აქტიურობდა უკრაინის დელეგაცია, რომელიც უდიდესი შემადგენლობით დაეთანხმა საკითხს, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოში არ ყოფილიყო ცნობილი

თინა ბოკუჩავა, სალომე სამადაშვილი, გიორგი კანდელაკი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, არასამთავრობო სექტორიდან: ნინო დოლიძე, ნონა ქურდოვანიძე, გიორგი ბურჯანაძე, გიორგი ონიანი, თინა ხიდაშელი – ეს ადამიანები მაქსიმალურ კომუნიკაციაში იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფთან, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოში არ ყოფილიყო ცნობილი

შიდა და გარე ძალების სიმბიოზი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს თესავს. თან ირწმუნებიან, რომ მათი მარცხის მიზეზი ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობის ნაკლებობაა, სინამდვილეში სიმართლის დეფიციტი აქვთ