პაატა დავითაია – ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება აღრმავებს კრიზისს, რომელიც ქვეყანას ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანს

სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა დაკავებულ პოლიტიკოსს, რომელთაც პატიმრობა მიესაჯათ. ხელისუფლების ქმედებები და ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებები დარტყმას აყენებს საქართველოს ევროპულ კურსს, დემოკრატიულ პროცესს და აზიანებს ქვეყნის იმიჯს,- ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, პოლიტიკოსების დაკავება პარტნიორების თვალში აღიქმება, როგორც პოლიტიკური ოპონენტების დევნა.
„პოლიტიკოსების გიორგი ვაშაძის, ირაკლი ოქრუაშვილის, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის დაკავება პარტნიორების თვალში აღიქმება, როგორც პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ქმნის კრიზისს, რომელიც ქვეყანას ჩიხურ მდგომარეობაში შეიყვანს. მოვუწოდებ ხელისუფლებას აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ პროცესსა და მოვლენების განვითარებაზე“,- აცხადებს პაატა დავითაია.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია