რაჟდენ კუპრაშვილი გაწეული საქმიანობის ანგარიშით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წინაშე წარსდგა

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი გაწეული საქმიანობის ანგარიშით პარლამენტის – ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წინაშე წარსდგა.
ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, ანტიკორუფციული ბიურო კანონმდებლობის მიხედვით ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტის წინაშე.
„ანგარიში შეეხო ბიუროს საქმიანობას, საჯარო მოხელეთა ეთიკას და კეთილსინდისიერების კოდექსის ფორმირებას, მამხილებელთა ინსტიტუტის ჩამოყალიბებასა და დაცვას, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირებას, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის, ასევე კორუფციასთან დაკავშირებული საკითხების თაობაზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.
ბიუროს ხელმძღვანელმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ფორმირების პროცესთან დაკავშირებით, ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობაზე.
რაჟდენ კუპრაშვილმა ანგარიშის წარდგენის შემდეგ უპასუხა კომიტეტის წევრების შეკითხვებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბიურო გააგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას პარლამენტთან, რათა უზრუნველყოფილი იქნეს საქართველოს, როგორც დემოკრატიული, გამჭვირვალე და კორუფციისგან თავისუფალი სახელმწიფოს მდგრადი განვითარება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.