ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე ქართველმა პარაძალოსნებმა ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.
აკაკი ჯინჭარაძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 232 კგ ასწია, სამი მისვლის ჯამში 689 კგ დააგროვა და ორი ოქროს მედალი აიღო.
გიორგი ლაცაბიძემ (+107 კგ) ინდივიდუალურ ასპარეზობაში 217 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის პრიზიორი გახდა, სამი მისვლის ჯამში კი 647 კგ დააგროვა და მეორე ვერცხლის მედალს დაეუფლა.
