წულუკიანი ადასტურებს, რომ EU-ში უვიზოს შეჩერებაზე რეალურად მსჯელობენ

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ ევროკავშირი ნამდვილად, რეალურად მსჯელობენ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე. ამის შესახებ წულუკიანმა რ2-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
“ისინი ამაზე [უვიზოს შეჩერებაზე] რეალურად მსჯელობენ. ეს შემიძლია ვთქვა. მე არ ვიცი წინასწარ რა იქნება, მაგრამ ვიცი, რომ რეალურად მსჯელობენ ამაზე და როგორც მათივე ენაზე ამბობენ ხოლმე, they do mean it – ანუ ისინი ნამდვილად ამას გულისხმობენ და განიხილავენ. ეს ჩემი აზრით ფასადური არ არის”, – განაცხადა წულუკიანმა და დასძინა, რომ ასეთი გადაწყვეტილება უსამართლო იქნება.
“ჩვენ როგორც ვიქცეოდით ხოლმე გაჭირვებისას, როცა გარედან მოდიოდა უსიამოვნო რამ ან თავი გვქონდა დასაცავი… ვაკეთებდით იმას, რაც ჩვენს ხელთ იყო და ვაკეთებდით მაქსიმუმს. ასე გააკეთებს სახელმწიფო ახლაც და რა გამოვა აქედან, ყველა ერთად დავინახავთ”, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე ადენაუერის ფონდის ოფისის დახურვაზე – ეს მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც „ოცნებამ“ ე.წ. გამჭვირვალობის კანონი შემოაბრუნა – სამწუხაროა, რომ ასეთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოდან გადის

მიხეილ სააკაშვილი – 2012 წლის 1 ოქტომბერს დემოკრატიულად გადავაბარე ხელისუფლება, 2021 წლის 1 ოქტომბერს, ვისაც გადავაბარე, იმათ ჩამაგდეს ციხეში – დღეს სრულდება ისტორიული სირცხვილის – ქართველების მიერ ჩემი დატყვევების 5 წლისთავი