მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში „ატლეტიკომ“ „ბოტაფოგო“ 1:0 დაამარცხა. გოლი 87-ე წუთზე ანტუან გრიზმანმა გაიტანა.
B ჯგუფში პსჟ-მ, „ბოტაფოგომ“ და „ატლეტიკომ“ 6-6 ქულა დააგროვეს, დამატებითი მაჩვენებლით გამარჯვებული „პარი სენ ჟერმენი“ გახდა, მეორე ადგილი კი „ბოტაფოგომ“ დაიკავა და ეს ორი გუნდი მერვედფინალში იასპარეზებს.
პსჟ А ჯგუფის მეორეადგილოსანს, მაიამის “ინტერს” დაუპირისპირდება, რომელმაც “პალმეირასი” ვერ დაამარცხა.
ცნობილია, რომ პსჟ 1/8-ფინალურ მატჩს 29 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე, ატალანტაში ჩაატარებს, თუ მეოთხედფინალში გავიდნენ, 5 ივლისს ისევ ატალანტაში ითამაშებენ. ნახევარფინალი ნიუ ჯერსიში 8 ან 9 ივლისს გაიმართება, ხოლო ფინალი – 13 ივლისს ნიუ-იორკში.
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი “პალმეირასთან”
“მოგწონთ რაც იამალმა გააკეთა? მე არ მომწონს” – გუტიმ “ბარსელონას” ვარსკვლავზე ისაუბრა
