იოზვიაკი: გაიგზავნა თხოვნა, მომზადდეს ანგარიში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაძლო შეჩერებაზე

ჟურნალისტი და „რადიო თავისუფლების“ ევროპის რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ლიეტუვის ინიციატივით წარდგენილი დოკუმენტი განიხილეს, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას ეხება.
“განსახილველად წარდგენილია მრავალი საკითხი, მათ შორის სანქციები და ფინანსური დახმარების შეჩერება. ასევე გაიგზავნა თხოვნა ევროკომისიაში, მოამზადონ ანგარიში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაძლო შეჩერების შესახებ”, – დაწერა ჟურნალისტმა X-ზე.
მან ამის შემდეგ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეუნა და დაწერა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების მორიგ შეხვედრაზე, რომელიც ივლისში გაიმართება, საკითხს თაიდან განიხილავენ.
ამავე პოსტში ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის საგაერო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისთვის – ზურა ჯაფარიძისთვის, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა.
პოსტშივე აღინიშნება, რომ განიხილება მოსამართლეებისთვის სანქციების დაწერსბაც.
“კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს ოპოზიციის პოლიტიკოსებისთვის შეფარდებული სასჯელები არაპროპორციულია და აღნიშნა, რომ მოსამართლეებზე სანქციების დაწესებაც შესაძლებელია. საკითხს კვლავ დაუბრუნდებიან ივლისში, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრები კვლავ შეიკრიბებიან”, – წერს იოზვიაკი.