“მიმდინარე პროცესები არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ემსახურება ვიწროპარტიულ მიზნებს” – წალენჯიხის მერია

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, თუ სამართლებრივ პროცესებთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ალია” უცვლელად გთავაზობთ:
“წალენჯიხის მერია გმობს ცენტრალური ხელისუფლების ღია მცდელობებს, დაამკვიდროს დიქტატურა ქვეყანაში — ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრებით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციითა და ტოტალიტარული მმართველობის ნიშნების გავრცელებით.
მიმდინარე პროცესები აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ემსახურება მხოლოდ ვიწროპარტიულ მიზნებს, რაც არსებით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ეროვნულ ინტერესებსა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას.
ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ ქმედებებს და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლიტ. პატიმრებსა და ყველა მოქალაქეს, ვინც იბრძვის დემოკრატიის, თავისუფლებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჭარბმა უცხოურმა ჩარევამ გზა უნდა მისცეს ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას, ხოლო უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა – ნამდვილ სამოქალაქო საზოგადოებას

შალვა პაპუაშვილი – სხვადასხვა ქვეყანაში, დემოკრატიზაციის სახელითა და ე.წ. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამოყენებით, სამართლის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრამ, დაარღვია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ძირითადი საყრდენები