გიგა ბოკერია სოციალურ ქსელში ფედერალისტების განცხადებას ავრცელებს:
ფედერალისტების განცხადება:
ივანიშვილის რეპრესიების ამოცანა ქართული საზოგადოების დემორალიზება და მისი ნების გატეხვაა.
საქართველოს უახლეს ისტორიას არ ახსოვს პოლიტიკური ოპონენტების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და რეჟიმის მოწინააღმდეგე მოქალაქეების ამ მასშტაბის დევნა.
ივანიშვილს ქაოსის, დაპირისპირებისა და დესტაბილიზაციის გზა აქვს არჩეული.
ერთადერთი შანსი, ქვეყანა ამ სახიფათო კრიზისიდან გამოვიდეს და ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს, საქართველოს მოქალაქეების მტკიცე და ურყევ წინააღმდეგობაშია.
თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს!