ოცნების ახალი კანონპროექტით, მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება იზღუდება

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, სასამართლოს სხდომების გაშუქება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.
ცვლილებების მიხედვით:
· სასამართლოს ეზოში, დერეფნებში და სხდომის დარბაზში გადაღება იკრძალება, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ამას სასამართლო ან მისი უფლებამოსილი პირი ახორციელებს.
· სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიოჩაწერა დაიშვება მხოლოდ მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
· სასამართლოს შენობაში შესულ პირებს შესაძლოა ჩამოართვან პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონები და სხვა ტექნიკა.
ამასთან, გაუქმდება მედიას დღემდე არსებული უფლება, შეუზღუდავად განახორციელოს სასამართლო პროცესების ფოტოგადაღება ან ტრანსლაცია. კანონპროექტის ავტორები 9 დეპუტატია, მათ შორის არჩილ გორდულაძე და რატი იონათამიშვილი.
კანონპროექტის დაჩქარებული განხილვა გულისხმობს, რომ მიმდინარე კვირაში ის სამივე მოსმენით მიიღება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა