ისრაელის ელჩი – შემიძლია ჩემი პრემიერის განცხადება მოვიყვანო, ომი გაგრძელდება იქამდე, სანამ არ განადგურდება ყველა ობიექტი, რაც ატომურ ენერგიას და ბალისტიკურ შესაძლებლობებს შეეხება

საქართველოში ისრაელის ელჩი აცხადებს, რომ ომი გაგრძელდება ყველა ობიექტის განადგურებამდე, რომელიც უკავშირდება ატომურ ენერგიასა და ბალისტიკურ შესაძლებლობებს.
კერძოდ, კითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი ვითარება ერთ კვირაში ცეცხლის შეწყვეტის კონდიციამდე მივიდეს, ჰადას მეიცადი პასუხობს, რომ „ომი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა ობიექტი არ განადგურდება, რაც ატომურ ენერგიას და ბალისტიკურ შესაძლებლობებს“ ეხება.
„მე შემიძლია ჩემი პრემიერის განცხადება მოვიყვანო, ომი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა მსგავსი ობიექტი არ განადგურდება, ეს შეეხება ატომურ ენერგიას და ბალისტიკურ შესაძლებლობებს. ირანმა განიცადა საკმაოდ დიდი დაზიანება. ეს იყო ამერიკის ზუსტი თავდასხმა. რა თქმა უნდა, ინფორმაცია გავიგე, რომ მათ კატარში ამერიკულ ბაზებზე თავდასხმა განახორციელეს და უნდა დავსვათ კითხვა, განიცადა თუ არა ირანმა დიდი დანაკარგები? რაც შემიძლია ვთქვა არის ის, საკმაოდ დიდი დარტყმა განიცადეს და ისინი ძალაგამოცლილები არიან“, – განაცხადა ელჩმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი