კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, სასამართლოს შენობაში, დარბაზსა და ეზოში ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება – გადაღების უფლებამოსილება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება

სასამართლოში – სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში მედიის მიერ ფოტო-ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იქნება. გადაღების უფლებამოსილება თავად სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს ექნება.
ეს ერთ-ერთია იმ ცვლილებათა შორის, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შედის. კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
კანონის პროექტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო, კინო და ვიდეოგადაღების მასალები, თუ ეს კანონს არ ეწინააღმდეგება.
ამავე კანონის პროექტის თანახმად, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა დაიშვება მხოლოდ დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის მიერ მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილებით.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე გიორგი ბაჩიაშვილზე – არსებულ სიტუაციას იყენებს და მაქსიმალურად ცდილობს, პოლიტიკური მოტივებით იყოს შეფუთული მისი დანაშაული – რაც შეეხება მის ჩამოყვანას, მოტაცებას ადგილი არ ჰქონია, რისი გამოძიება უნდა დაიწყოს?