მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის დასაქმების პირობები გამკაცრდება

მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის დასაქმების პირობები გამკაცრდება
ჩვენ მივიღებთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები. მაგალითად, აქამდე, თუ რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო, რათა უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრი პირობების გათვალისწინებით, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ბევრი საკითხი განიხილეს და მათ შორის ყველაზე აქტუალური იყო მიგრაციის თემა.
„აქ ჩვენ გვაქვს სიახლეები და ცვლილებები სამი მიმართულებით. მიმდინარე კვირაში მესამე მოსმენით კანონს, რომლის მიხედვითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა.
მეორე საკითხი შრომით მიგრაციას შეეხება. ასევე, ჩვენ მივიღებთ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში მყოფი უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები. მაგალითად, აქამდე, თუ რაიმე სახის ნებართვა საერთოდ არ იყო საჭირო, რათა უცხოელი დასაქმებულიყო, დასაქმების უფლებას ამიერიდან ჯანდაცვის სამინისტრო გასცემს მკაცრი პირობების გათვალისწინებით. მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტრო მხედველობაში მიიღებს, რამდენად დეფიციტურია ესა თუ ის პროფესია, რამდენად არის ჭარბი მოთხოვნა კონკრეტული მიმართულებით, სადაც არ გასცემს სხვა ქვეყნის მოქალაქეებზე შესაბამის ნებართვებს და რამდენად დეფიციტურია. ეს ერთი მხრივ, გაადვილებს საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმებას და მეორე მხრივ, ბაზარზე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით მოგვცემს ზუსტ მონაცემებს. იმ მიმართულებით, სადაც დასაქმებული ადამიანების რაოდენობა საკმარისი არ არის გადამზადების პირობებსა და შესაბამის აუცილებლობას განსაზღვრავს სწორედ სახელმწიფო“, – აღნიშნა მდინარაძემ.
Previous: მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავეს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში