კაია კალასი – მინისტრებმა განიხილეს საქართველოში მზარდი რეპრესიები, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებსა და მედიაზე თავდასხმები – მზად ვართ პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი შემზღუდველი ზომები განვიხილოთ

მზად ვართ საქართველოში რეპრესიებზე პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი შემზღუდველი ზომები განვიხილოთ. შესაბამისი განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„დღეს მინისტრებმა განიხილეს საქართველოში მზარდი რეპრესიები, მათ შორის ოპოზიციის ლიდერებსა და მედიაზე თავდასხმები. ჩვენ მზად ვართ პასუხისმგებელი პირების მიმართ დამატებითი შემზღუდველი ზომები განვიხილოთ“, – განაცხადა კაია კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ