უნგრეთმა და სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტის მიღებას ხელი შეუშალეს

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიარტომ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ, სლოვაკეთთან ერთად, ხელი შეუშალა ს საწინააღმდეგო სანქციების კიდევ ერთი პაკეტის მიღებას.
„ბრიუსელს სურს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს აუკრძალოს იაფი რუსული გაზისა და ნავთობის შეძენა“, – განმარტა მინისტრმა.
მან ასევე დასძინა, რომ ასეთი პაკეტის მიღება კომუნალური გადასახადების ზრდას გამოიწვევს.