სალომე ზურაბიშვილი „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ოფისში მივიდა

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ოფისში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა.
სალომე ზურაბიშვილი მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს შეხვდა. პარტიის ოფისში ასევე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადგენლები, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერი ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, ასევე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია.
შეგახსენებთ, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.