თეირანზე დარტყმებს აგრძელებს, სამიზნეებს შორისაა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და ევინის ციხე

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ირანის დედაქალაქ თეირანზე დარტყმებს აგრძელებენ და ძირითადად ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შტაბ-ბინაზე არიან ფოკუსირებული.
„ამ დროისთვის ჩვენ ვაგრძელებთ ირანის რეჟიმის რაკეტების გაშვებისა და წარმოების შესაძლებლობების დაზიანებას და შემცირებას“, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა ეფი დეფრინმა.
ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრისა და ირანის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანის ევინის ციხის შესასვლელს შეუტიეს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა დაადასტურა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების სამიზნეებს შორისაა: ევინის ციხე, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შენობა და გუშაგთა კორპუსის შეიარაღებული ფრთის, „ბასიჯის“ შტაბ-ბინა.
დასავლური მედია წერს, რომ ევინის დაკავების ცენტრში მოქმედი უსაფრთხოების ძალები ცნობილია ადამიანის უფლებების დარღვევის ხანგრძლივი ისტორიით. ევინის ციხეში მყოფ პირებს შორის არიან პოლიტიკური აქტივისტები, ჟურნალისტები და მუსიკოსები.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი