ისრაელმა ირანის ფორდოუს ბირთვულ ობიექტს დაარტყა

ისრაელმა თეირანის სამხრეთით მდებარე ირანის მიწისქვეშა „ფორდოუს“ ბირთვულ ობიექტზე ახალი დარტყმა განახორციელა, – ინფორმაციას დასავლური მედია ირანულ საინფორმაციო სააგენტო Tasnim-ზე დაყრდნობით იუწყება.
„აგრესორმა კვლავ შეუტია „ფორდოუს“ ბირთვულ ობიექტს“, – აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
ინფორმაცია ისრაელის თავდაცვის ძალებმაც დაადასტურა და განაცხადა, რომ „ფორდოუს“ ბირთვულ ობიექტზე მისასვლელ გზებს დაარტყა.
თავდაცვის ძალების ცნობით, მათ დარტყმები „ურანის გამდიდრების ობიექტზე წვდომის შესაფერხებლად“ განახორციელეს.
შეგახსენებთ, „ფორდოუს“ ობიექტი ერთ-ერთია იმ სამ ბირთვულ ობიექტს შორის, რომლებზედაც შეერთებულმა შტატებმა საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი