მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის

მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის
მე მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს ის განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გახარია თუ მართალია, მის ინტერესში უნდა შედიოდეს კითხვებზე პასუხის გაცემა.
„მაქვს შთაბეჭდილება, რომ გახარია გაურბის კითხვებს და ამის გამო ითხოვს ის განსხვავებულ ფორმატს დიალოგისთვის, თუმცა მგონია, რომ თუ მართალია, სწორედ მის ინტერესებში უნდა იყოს კომისიაზე მისვლა და კითხვებზე პასუხის გაცემა. როდესაც მე ვიცი, რომ წერილის თანახმად, ის რამდენიმე კვირით არის წასული საქართველოდან, ეს ღიმილისმომგვრელია, ასე სამარცხვინო გაქცევას საგამოძიებო კომისიიდან, შეფასებაც არ სჭირდება. მას რომ ჰქონდეს კითხვებზე პასუხები, ამას არ გააკეთებდა.
რაც შეეხება ჩორჩანას საქმეს, აქაც გამოძიება უნდა დასრულდეს, ეს არის საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმე, ეს არის სამართალდამცველი უწყებების საქმე. ჩემთვის სურათი არის დღესავით ნათელი, ეს იყო მინი მოდელი იმისა, რაც გააკეთა სააკაშვილმა 2008 წელს“, – განაცხადა ირაკლი მ.
Previous: “ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული პაატა ქარდავას შვილი ქრისტინე ქარდავა: მამა, რომელიც იყო გმირი, უდანაშაულოდ მომიკლეს, არ აკმარეს ის, რომ ოჯახს არ დაგვიტოვეს გვამი, კიდევ დააბრალეს, რომ ის იყო მოღალატე

ასევე დაგაინტერესებთ

ამერიკელი კონსერვატორები დაცემული რეიტინგის მქონე “დემოკრატებს” რადიკალ ულტრამემარცხენეებს უწოდებენ; მათ რიგებშია სახდეპის ანგარიშების “დამწუნებელი”, ნიკა გვარამიასა და მზია ამაღლობელის ქომაგი, ანტიქართველი ლორა თორნტონი