გახარიას პასუხი წულუკიანს

გიორგი გახარიას წულუკიანის კომისია განმეორებით 2 ივლისს დაიბარებს – ამის შესახებ თეა წულუკიანმა კომისიის სხდომაზე განაცხდადა.
მისი თქმით, შეტყობინება კომისიაზე ხელმეორედ დაბარების შესახებ 16 ივნისს თბილისში, წავკისში პირადად ბატონმა გიოგი გახარიამ ჩაიბარა, მაში წულუკიანის მტკიცებით, გახარიას არავითარი მინიშნება არ გაუკეთებია იმაზე, რომ საზღვარგარეთ გამგზავრებას აპირებდა.
გიორგი გახარია მზაობას აცხადებს, წულუკიანის კომისიაზე ისაუბროს ჩორჩანას საკითხზე 2 ივლისსაც დისტანციურად – განცხადება ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივნმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა:
კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილებაც დასტურია, რომ მათ არ სურთ ჩორჩანას საქმეზე გიორგი გახარიას მოუსმინონ. 2 ივლისსაც მზაობას ვაცხადებთ დისტანციურად ვისაუბროთ ჩორჩანაზე.
,,გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ამაყობს ჩორჩანას საქმით. ეს არ არის მხოლოდ გიორგის გახარიას წინააღმდეგ პოლიტიკური ვენდეტა, ეს არის სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უმძიმესი დანაშაული და რა დროც არ უნდა გავიდეს, საზოგადოებას ვპირდებით, რომ ამ საგამოძიებო კომისიის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ვერავინ შეძლებს „ჩორჩანას“ საქმიდან გაქცევას და დამალვას, ვერცერთი კომისია, ცრუ მოწმე თუ სამართალდამცავი”- აცხადებს სიჭინავა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო