ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ირანიდან ისრაელის მიმართულებით 6-7 რაკეტა გაუშვეს, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რაკეტებს 40 წუთის განმავლობაში ისროდნენ. ამ დროისთვის დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ისრაელის ელექტროენერგიის კორპორაციის ცნობით, სამხრეთ ისრაელში ელექტროსადგურთან განხორციელებულმა დარტყმამ ახლომდებარე ქალაქებში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.
მედიის ინფორმაციით, საჰაერო განგაშის სირენების ხმა კვლავ ისმის ჩრდილოეთ ისრაელში, რადგან ირანი ბალისტიკური რაკეტების სროლას აგრძელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – სააკაშვილი არის კაცი, რომლის უგუნურმა პოლიტიკამ ქვეყანა ჩააბარა ივანიშვილს, 10 წელია თავის პარტიას ანგრევს, პერიოდულად გამონათებები აქვს და დავესესხები: „სხვისი შეურაცხყოფით პოლიტიკურ ქულებს ვერავინ დაიწერს“

პრემიერი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აბსოლუტურად უინტერესო ინსტიტუტია, არავის აინტერესებს არც ეს ინსტიტუტი და არც ეს რეზოლუციები, როგორც ევროპარლამენტმა გაიუფასურა საკუთარი თავი, ასევე გაიუფასურა ასამბლეამაც