ვლადიმერ პუტინი – ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი გამართლება არ აქვს

ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი საფუძველი და გამართლება არ აქვს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ირანის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ აგრესიას არანაირი საფუძველი და გამართლება არ აქვს“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ყველაფერს აკეთებს ირანელი ხალხის დასახმარებლად.
„ჩვენ ირანთან დიდი ხნის, კარგი და სანდო ურთიერთობები გვაქვს. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვცდილობთ, დახმარება გავუწიოთ ირანელ ხალხს“, – აღნიშნა პუტინმა.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში გუშინ ჩავიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა