პანდემიის საკარანტინო რეჟიმი აზერბაიჯანში ისევ გახანგრძლივდა

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი, რომელიც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დაიწყო, კვლავ გახანგრძლივდა, რაც ნიშნავს, რომ სახმელეთო საზღვრები აზერბაიჯანში ჩაკეტილი რჩება.
როგორც Trend-ი იუწყება, ამასთან დაკავშირებით შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა.
გადაწყვეტილებით, განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი გაგრძელდება პირველ ოქტომბრამდე.
შეგახსენებთ, რომ მანამდე არსებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული რეჟიმი პირველ ივლისამდე იყო გაგრძელებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მარინე ძაგნიძე: ხმის უფლება რომ წაგვართვით ემიგრანტებს, მუნჯებიც გგონივართ. 9 ოქტომბერს კორძი ნიუ იორკის Sony Hall-ში დადგება სცენაზე და იცით რამდენი ვართ, ვინც ომახიანად ვუმღერებთ ჩვენს სამშობლო მხარეს?!