ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – სიტუაცია საქართველოში უფრო და უფრო რთული ხდება – ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა

სამწუხაროდ, სიტუაცია საქართველოში უფრო და უფრო რთული ხდება, განსაკუთრებით სამოქალაქო საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფალი ხალხისთვის, – ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ბრიუსელში, „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„ევროპა ყოველთვის ხალხის მხარესაა და მხარს უჭერს დემოკრატიისა და ქვეყნის ევროპული გზის მიმართ მათ სურვილს. ასე რომ, ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდითაა”, – აღნიშნა ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?