ალბი კორძაია: ამ წამს დამირეკეს, თქვენს მიმართ დაწყებულია სამართალწარმოებაო, რა ცინიზმია

სამოქალაო აქტივისტი, ალბი კორძაია წერს, რომ მის წინააღმდეგ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო, სამართალწარმოება დაიწყეს.
კორძაია მიიჩნევს, რომ ეს არის ცინიზმი, რადგან პირიქით, ის არის დაზარალებული და მის წინააღმდეგ მოხდა სამართალდარღვევა.
ამ წამს დამირეკეს, ზურაბ გირჩის სასამართლოს დროს ჯიხურიდან რომ მომხსნეს და მტენეს მანქანაში, თქვენს მიმართ დაწყებულია სამართალ წარმოება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამოო, რა ცინიზმია ღმერთო. ნახევრად მეძინა, ეხლა დავურეკავ და ვეტყვი ვინც არის სამართალდამრღვევი, გოგოების ცემა-ტყეპა რომ გასდით სულ ასე არ იქნება,- წერს კორძაია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა