კაია კალასი – მაგიდაზე კვლავ დავდებ სანქციებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ძალადობას სჩადიან და ადამიანის უფლებებს არღვევენ

ჩვენ დღეს საქართველოს საკითხსაც განვიხილავთ, ქვეყანაში სიტუაცია უარესდება. კვლავ დავდებ მაგიდაზე სანქციებს იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც საქართველოში ძალადობას სჩადიან და ადამიანის უფლებებს არღვევენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველო სწორ გზაზე არ დგას.
„ჩვენ ასევე განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რადგან საქართველო სწორ გზაზე არ დგას“, – აღნიშნა კაია კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა