NBA-ის სუპერფინალური სერიის გადამწყვეტ, მეშვიდე მატჩში “ოკლაჰომა სითი თანდერმა” “ინდიანა პეისერსი” 103:91 დაამარცხა, და ფრენჩაიზის ისტორიაში ჩემპიონობა პირველად მოიპოვა. იქამდე ამ ქალაქის გუნდი ჩემპიონი 1979 წელს გახდა. მაშინ გუნდს “სიეტლ სუპერსონიქსი” ერქვა.
მატჩის მიმდინარეობისას ერთი სამწუხარო ფაქტი მოხდა, პირველი მეოთხედის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, “ინდიანას” ლიდერმა და 2024-2025 წლების პლეი-ოფის ერთ-ერთმა საუკეთესო მოთამაშემ ტაირეს ჰალიბარტონმა მყესი გაიწყვიტა. უნდა აღინიშნოს, რომ ჰალიბარტონი შეხვედრას შესანიშნავად იწყებდა, მის ანგარიშზე 7 წუთში 9 ქულა იყო და პერიმეტრიდან ნატყორცნი 4 ბურთიდან 3 ზუსტი იყო.
გადამწყვეტ მატჩში “ოკლაჰომას”, რა თქმა უნდა, წლევანდელი სეზონის რეგულარულის MVP-მ შაი გილჯეს-ალექსანდერმა ულიდერა, მან 40 წუთში 29 ქულა, 5 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი მიითვალა.
“პეისერსიდან” ბენედიქტ მატურინმა 33 წუთში საკუთარ გუნდს 24 ქულა, 13 მოხსნა და 3 ასისტი შესძინა.
არავის გაკვირვებია, რომ ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე შაი გახდა, კანადელი უკანახაზელი “ინდიანასთან” საშუალოდ 30.3 ქულას, 4.6 მოხსნას და 5.6 შედეგიან პასს აგროვებდა.
“ოკლაჰომა” ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა შემადგენლობის მქონე ჩემპიონი გახდა, მათი საშუალო ასაკი 25.6 წელია.
NBA-ის 2025/2026 წლების სეზონი 21 ოქტომბერს დაიწყება.
კევინ დურანტი კარიერას “ჰიუსტონ როკეტსში” გააგრძელებს
სარეკორდო გარიგება სპორტის ისტორიაში – “ლეიკერსი” 10 მილიარდ დოლარად გაიყიდა
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში – “ოკლაჰომამ” “ინდიანა” დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
[VIDEO] ბითაძის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან
[VIDEO] “დენვერის” დაუჯერებელი ქამბექი – “ოკლაჰომამ” თითქმის მოგებული მატჩი წააგო
[VIDEO] შაის 15 ქულა ბოლო მეოთხედში – “ოკლაჰომამ” “ინდიანა” დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა
[VIDEO] “ინდიანას” საოცარი ქამბექი – “პეისერსმა” სტუმრად “ნიუ იორკ ნიქსი” დაამარცხა
2024/2025 წლების სეზონის MVP შეი-გილჯეს ალექსანდერი გახდა
40 წლის ლებრონ ჯეიმსმა “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” ბოლო წამზე მოაგებინა [VIDEO]
[VIDEO] “ინდიანა პეისერსმა” “ნიუ იორკ ნიქსი” დაამარცხა და სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] პირველად 13 წლის შემდეგ – “ოკლაჰომა” კონფერენციის სუპერფინალში ითამაშებს
[VIDEO] ჰალიბარტონის და “ინდიანას” მორიგი სასწაული – “ოკლაჰომა” სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
მარცხის გარეშე – “მილუოკი ბაქსი” NBA-ის თასის გამარჯვებული გახდა [VIDEO]
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია – იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და “დენვერმა” “ოკლაჰომა” დაამარცხა
