რუსებმა კიევს დრონებით შეუტიეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ს ოლქზე, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით, მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაზიანდა კერძო სახლები, ავტომობილები და სასტუმრო, გაჩნდა ხანძარი, – ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ნიკოლაი კალაშნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.
„ბელოცერკოვსკის რაიონში, ჩამოგდებული მტრის კუთვნილი სამიზნეებიდან ნამსხვრევების ცვენის შედეგად, სამ კერძო სახლს ცეცხლი გაუჩნდა. დაზიანდა კიდევ ერთი კერძო სახლი და სასტუმროს შენობა“, – აღნიშნა ნიკოლაი კალაშნიკმა.
მისივე თქმით, ბუჩანსკის რაიონში ოთხი კერძო სახლი და სამი ავტომობილი დაზიანდა. ბორისპოლის რაიონში კი ორ კერძო სახლში ხანძარი გაჩნდა.