დონალდ ტრამპი – თუ ირანის ამჟამინდელი რეჟიმი ვერ ახერხებს გახადოს ირანი კვლად დიდებული, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანში რეჟიმის შეცვლის შესაძლებლობაზე მიანიშნა.
„ტერმინ „რეჟიმის ცვლილების“ გამოყენება პოლიტიკურად კორექტული არ არის, მაგრამ თუ ირანის ამჟამინდელი რეჟიმი ვერ ახერხებს გახადოს ირანი კვლად დიდებული, რატომ არ უნდა მოხდეს რეჟიმის შეცვლა??? MIGA!!!“ – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა გუშინ ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შეტევა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე განხორციელდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება – ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან