ჯეი დი ვენსი: ჩვენ არ ვართ ომში ირანთან, ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან

-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის განცხადებით, -ის საჰაერო დარტყმებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა ირანის ბირთვული პროგრამა.

„არ მინდა მგრძნობიარე სადაზვერვო მონაცემებში შევიდე, მაგრამ ვიცით, რომ გუშინ ღამით ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დავხიეთ უკან, წლებით, თუ მეტით“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა ABC-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ირანთან ომში არ არის.

„ჩვენ არ ვართ ომში ირანთან – ჩვენ ვართ ომში ირანის ბირთვულ პროგრამასთან. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა გუშინ ღამით გადამწყვეტი ზომები მიიღო ამ პროგრამის გასანადგურებლად“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად კვარაცხელია: ყველას გვაქვს მისი პოეზიიდან აკვიატებული ლექსები, სტრიქონები, მე კი ივლისის, ტარიელ ჭანტურიას დაბადების (და უკვე გარდაცვალების) თვეში ეს პატარა შედევრი მახსენდებოდა და გამახსენდება ყოველთვის…