იემენის არმიის ცნობით, იემენი ოფიციალურად ერთვება ომში – ირანის დაბომბვას გამოეხმაურნენ საუდის არაბეთი, ომანი და კატარიც

„იემენი ოფიციალურად ერთვება ომში,“ – აღნიშნულის შესახებ იემენის არმია პლატფორმა X-ზე იტყობინება.
„იემენი ოფიციალურად ერთვება ომში. თქვენი გემები ჩვენს ტერიტორიულ წყლებს მოარიდეთ. თუ მტერთან ერთად ირანის წინააღმდეგ აგრესიაში ჩაერთვება, წითელ ზღვაში, მის გემებსა და სამხედრო ხომალდებს დავუმიზნებთ“, – აცხადებს ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფების სამხედრო წარმომადგენელი იაჰია სარი.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იერიში მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში.
დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმების გამო შეშფოთებას გამოხატავს.
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ „კრიზისის დასასრულებლად პოლიტიკური გადაწყვეტის პოვნა სურთ“.
ამასთან, ომანი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმები ომის გაფართოების საფრთხეს ჰქნის და საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანა გმობს სიტუაციის გაუარესებას და სახიფათო დაძაბულობას მას შემდეგ, რაც აშშ-ის დაბომბვამ კატასტროფული შედეგები გამოიწვია რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
წუხელ აშშ-მა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში. დარტყმები განხორციელდა B-2-ის ბომბდამშენებიდან ჩამოგდებული GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბებით და წყალქვეშა ნავებიდან გაშვებული Tomahawk-ის ფრთოსანი რაკეტებით.
ცნობისთვის, აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა.
უფრო კონკრეტულად, შეერთებიულმა შტატებმა იერიშები მიიტანა ირანის სამ ძირითად ბირთვულ ობიექტებზე ფორდოში, ნათანზსა და ისპაჰანში.
ირანული მხარე ამტკიცებს, რომ დაბომბვამდე სამივე ლოკაციიდან ევაკუაცია იყო განხორციელებული.
ირანის ფორდოს ბირთვულ ობიექტზე დარტყმებისთვის აშშ-მა B-2-ის ტიპის ბომბდამშენები და GBU-57-ის ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა.
აშშ-ის პრეზიდენტი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ.
ირანი ყველა ვარიანტს იტოვებს აშშ-ის დარტყმებზე საპასუხოდ. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაკჩიმ X-ზე დაწერა, რომ თავდასხმები „აღმაშფოთებელი იყო და მას სამუდამო შედეგები მოჰყვება“.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ აშშ-მა დაიწყო სახიფათო ომი ირანის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, უღალატა დიპლომატიას, წაახალისა უკანონო და გენოციდის ჩამდენი ს რეჟიმი კონფლიქტის გაღვივებისკენ. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიისა და საერთაშორისო სამართლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპების უხეშ და უპრეცედენტო დარღვევაში ადანაშაულებს. „ირანის ისლამური რესპუბლიკა იტოვებს უფლებას, სრული ძალით დაიცვას თავი აშშ-ის სამხედრო აგრესიისა და ამ არაკეთილსინდისიერი რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებისგან. ამერიკული პოლიტიკა და მმართველობა არის კორუმპირებული და კრიმინალური სიონისტური კარტელის კონტროლის ქვეშ, რომელიც იყენებს ამერიკელების სიმდიდრეს, სიცოცხლეს და რეპუტაციას საკუთარი დანაშაულებრივი მიზნების მისაღწევად მსოფლიოსა და დასავლეთ აზიაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ირანის ატომური ენერგიის სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებას ირანის მიმართ მხარდაჭერისკენ მოუწოდებს და პირობას დებს, რომ „არასდროს დაუშვებს ამ ეროვნული ინდუსტრიის პროგრესის შეჩერებას“.
თეირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მოითხოვს.
ცნობისთვის, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.
საუდის არაბეთშიც განაცხადეს, რომ მათ ტერიტორიაზე აშშ-ის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შემდეგ რადიაციის არანაირი კვალი არ ფიქსირდება.
წესებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ რადიაციულად დაბინძურებულ ზონაში აღმოვჩნდებით? გაეცანით აქ 👇
შეგახსენებთ, ბრიტანული მედია ჯერ კიდევ გუშინ წერდა, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების B-2 Spirit ტიპის ბომბდამშენებმა, თვითმფრინავების საჰაერო გამართვის უნარის მქონე KC-135-ის ტიპის სტრატოტანკერების თანხლებით, მისურის შტატში მდებარე უაიტმენის საჰაერო ბაზა დატოვეს და დასავლეთის მიმართულებით გაფრინდნენ. B-2 Spirit შორი რადიუსის საიერიშო მისიებისთვის არის შექმნილი და მას, როგორც კონვენციური, ასევე ბირთვული იარაღის, გადატანაც შეუძლია. აღნიშნული ბომბდამშენი ერთადერთი ამერიკული თვითმფრინავია, რომელსაც ბუნკერების საწინააღმდეგოდ შექმნილი GBU-57-ის ტიპის ბომბის გადატანა შეუძლია.