,, შეიძლება ვინმემ იცის, რა მოუვა ამის შემდეგ ირანს…” – გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში წერს:
„პრეზიდენტმა ტრამპმა კარგი საქმე გააკეთა. ამ ომის პროგრამა-მინიმუმი, ირანის ბირთვული პროგრამის განადგურება, არსებითად შესრულდა.
ეს კარგია იმიტომ, რომ ბირთვული იარაღის მქონე ირანი სახიფათო იქნებოდა რეგიონისთვის, მაგრამ კარგია უფრო ფართო გაგებითაც. თუმცა ეს უშუალო გავლენას ვერ მოახდენს რუსეთ-უკრაინის ომზე, ირანის სახით მოკავშირის დაკარგვამ ს პოზიციები ობიექტურად დაასუსტა. ტრამპმა რომ კბილები გამოაჩინა, არც ამის პრეცედენტი უნდა უხაროდეს პუტინს.
ამერიკის ხელისუფლებაში „იზოლაციონისტებმა“ ან, როგორც უფრო ხშირად ეძახიან, „თავშეკავებისტებმა“ (restrainers) მარცხი განიცადეს. ტაკერ კარლსონი ხმამაღლა მოთქვამს. ტრამპის ბაზის („მაგა“-ს) უმრავლესობას მისი ეს ქმედება მოეწონა.
ესეც კარგია, რადგან ამ პლანეტას აქტიური ამერიკა უნდა ერჩივნოს თავის ნაჭუჭში ჩაკეტილს. თუმცა, ტრამპი არაწინასწარმეტყველებადი დარჩება და არ ვიცით, ამის შემდეგ სად რას იზამს.
გლობალური მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანია, რა დასკვნას გამოიტანს აქედან ჩინეთი და მოახდენს თუ არა ეს ეპიზოდი რამე გავლენას მის ქმედებებზე. (არა მგონია, რაიმე აქტიური ნაბიჯები გადადგას).
შეიძლება ვინმემ იცის, რა მოუვა ამის შემდეგ ირანს, მაგრამ მე მათ შორის არ ვარ. ვვარაუდობ, რომ ტრამპი შეეცდება ხამენეისთან შეთანხმების მიღწევას. წესით, ირანის ხელმძღვანელობისთვის ასეთი შეთანხმება მათი და მათი ქვეყნოს გადარჩენის შანსია. მაგრამ სხვა სცენარებიც არის. ვნახოთ.“

ასევე დაგაინტერესებთ

იური უშაკოვი ვლადიმერ პუტინს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრაზე – უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისული ვარიანტი ჯერ ვერ გამოიძებნა, თუმცა ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს და მათი განხილვა შესაძლებელია

დონალდ ტრამპი – ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავტოკალმით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და აღმასრულებელი ბრძანება გაუქმებულია – ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეწყალების დოკუმენტი მიიღო, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ

მიხეილ ყაველაშვილი – 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა, ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება – ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ