UFC-ის ბაქოში გამართული ღონისძიების შემდეგ, ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ჯონ ჯონსმა კარიერა დაასრულა.
ჯონსი, რომელიც აქამდე UFC-ის მძიმე წონის ქამარს ფლობდა, დიდი ხანი ფიქრობდა, ჩაეტარებინა თუ არა ბრძოლა ამავე დივიზიონის დროებით ჩემპიონ ტომ ასპინალთან. სხვადასხვა ინფორმაციის მიხედვით, უაითი მზად იყო ჯონსისთვის 30 მილიონი დოლარის ანაზღაურება მიეცა, რაც ამ სპორტის ისტორიაში რეკორდი იქნებოდა, თუმცა ამერიკელმა მაინც წასვლა არჩია.
ჯონსს ძალიან მებრძოლი, ექსპერტი თუ ფანი მიიჩნევს ყველა დროის საუკეთესო MMA სპორტსმენად, თუმცა განსხვავებული აზრებიც, ცხადია არსებობს. ბევრმაც მისი პენსიაზე გასვლა ასპინალისაგან გაქცევად ჩათვალა, რაც აზრს მოკლებული ნამდვილად არ არის, რადგან ინგლისელი ჯონზე გაცილებით ახალგაზრდა, ფიზიკურად უფრო ძლიერი და ყოველმხრივი მებრძოლია. ჯონსს, რომელსაც კარიერაში მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა (ისიც დისკვალიფიკაციით), როგორც ჩანს თავისი GOAT სტატუსის უდიდესი საფრთხის წინაშე დაყენება არ სურდა.
ჯონსმა კარიერაში გამართული 30 ბრძოლიდან 28 ქვემძიმე წონაში ჩაატარა და UFC-ის დაუმარცხებელი ჩემპიონის სტატუსს 6 წლის მანძილზე ატარებდა. 2017 წელს, დანიელ კორმიეს დამარცხების შემდეგ ამერიკელს სისხლში სტეროიდები აღმოაჩნდა. დისკვალიფიკაციის გასვლის შემდეგ დაბრუნდა და ისევ ჩემპიონი გახდა. ბოლო ჩხუბი 37 წლის ჯონსმა 42 წლის სტიპე მიოჩიჩთან გამართა, რომელიც ოქტაგონზე 3,5 წელზე მეტი ხანი არ ყოფილა გასული და ბოლო 4 წელი სრულ განაკვეთზე მომუშავე მეხანძრე გახლავთ.
ჯონსის წასვლის შემდეგ მძიმე წონის ოფიციალური ჩემპიონად დანა უაითმა ტომ ასპინალი დაასახელა, რომელიც აქამდე დროებით ქამარს ფლობდა.
“ლეგენდაა, მაგრამ მოძრაობა არ შეუძლია” – თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს გაუმარჯოს! ამერიკას გაუმარჯოს! – რას სკანდირებდა და ამბობდა დვალიშვილი ტრამპის თვალწინ ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] დვალიშვილი ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ ტრამპს გაესაუბრა – აშშ-ის პრეზიდენტი ქართველის ბრძოლას დაესწრო
